რეზონანსი
(02.06.2024)

„საერთაშორისო თანამეგობრობას მივმართავთ, რომ დაჩქარდეს ინდივიდუალური სანქციები იმ პოლიტიკური გუნდის, რომელიც იქცა ზონდერ  გაერთიანებად ფორმალური და არაფორმალური ჯგუფების, მათ შორის კონკრეტული საჯარო პირების, რომლებიც არ მალავენ, რომ არიან ორგანიზატორები ამ ბანდიტური ჯგუფების მოქმედების, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

საერთაშორისო თანამეგობრობა მივმართავთ, რომ მათ დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები და დაგვეხმარონ, მათ შორის ინდივიდუალური სანქციებით, იმ ადამიანების დასჯაში, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულები ბანდიტური ჯგუფების მოქმედებაში და კონკრეტული საჯარო პირველი არ მალავენ, რომ არიან ორგანიზატორები ამ ბანდიტური ჯგუფების მოქმედებაში და კონკრეტული საჯარო პირები არ მალავენ, რომ არიან ორგანიზატორები ამ ბანდიტური ჯგუფების მოქმედების, მათ შორის ბატონმა სამხარაძემ გააკეთა მსგავსი ტიპის განცხადება, რომ ის პირდაპირ ხელმძღვანელობს იმ ჯგუფებს, რომლებიც თავს ესხმიან ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არიან შეიარაღებულები და რომლებიც ძალადობენ განსხვავებული შეხედულების ადამიანებზე, ამიტომ იმ პოლიტიკური გუნდის ინდივიდუალური სანქცირება, რომელიც იქცა ზონდერ  გაერთიანებად ფორმალური და არაფორმალური ჯგუფების, უნდა დაჩქარდეს.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე