
იურისტი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ ენმ-ს ოფისზე თავდასხმის უკან სწორედ ხელისუფლება დგას, ამიტომ გამოძიებაც ფორმალურად არის დაწყებული. მისი თქმით, გამოზიება არაფერს დაადგენს, რადგან შემრულებლებიც და ორგანიზატორებიც თავად არიან.
ჩვენ ვნახეთ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავს დაესხა წინასწარ ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფი სხვადასხვა ცივი იარაღებით - შუბები, ქვები და ა.შ. ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ეს ადამიანები პოლიციამ მოაცილა და გააცილა, ეს გამოძიება კი დაწყებულია უბრალოდ თვალის ასახვევად, რადგან უამრავი კამერაა, რა უნდა დადგენას თუნდაც ერთი ადამიანის. დღემდე არცერთის ვინაობა არ არის დადგენილი და გამოძიებაც დაწყებულია ყველაზე მსუბუქი მუხლით, როდესაც გამოძიება უნდა დაიწყოს ბანდიტური, წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმით, რადგან ეს ჯგუფი არის წინასწარი შექმნილი და ეს ადამიანები აუცილებლად უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და ძალიან დიდი ეჭვია, რომ ესენი გდდ-ს თანამშრომლები არიან, რადგან სწორედ იმ მხრიდან ამოვიდნენ და იმ მხრიდან ჩავიდნენ, აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ გამოძიებამ დაადგინოს რამე, რადგან თვითონ არიან ორგანიზატორები და თვითონ არიან შემსრულებლები.“ - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



