
ივანიშვილს ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა საკუთარი ბიზნესინტერესებითვის სჭირდება, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ზურაბ ჭიბერაშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარებას. ოპოზიციის წევრის თქმით, ჩინური კომპანიის პირობებში ანაკლიის პორტის მშენებლობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. მისი თქმით, ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა ქვეყანაში პირდაპირ ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას ნიშნავს.
ივანიშვილს იმიტომაც უნდა ქვეყნის იზოლაცია დასავლეთისგან და რუსული კანონიც ამას ემსახურება, რომ პრაქტიკულად, დადოს თავისი ბიზნესინტერესებით გასაზღვრული, სახელმწიფო ინტერესების, ქართველი ხალხის ხარჯზე დადოს პირადი გამდიდრებისთვის თავისი ინტერესები რუსულ, ჩინურ და საერთაშორისოდ სანქცირებულ კომპანიებთან. ანაკლიის პორტი საერთოდ აშენდება თუ არა ჩინური კონსორციუმის მიერ ეს ვიცით, რომ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის და მეორე და მთავარი არის ის, რომ ქართველი ხალხის ინტერესების უგულებელყოფა ნიშნავს, რომ ცხოვრების დონე დაქვეითდება ამ ქვეყანაში თუ რეჟიმი დარჩება, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



