
არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურად ძალადობ ადამიანზე თუ ფსიქოლოგიურად, რაშიც არიან ჩართული, ამ ბულინგში, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მიერ „ქართული ოცნების“ წევრებზე თავდასხმის ფაქტებს.
„მეორე მხრივ ეს იმას აჩვენებს, რომ მათმა გეგმებმა და სურვილებმა, რაც ქვეყნის სრულად არასტაბილურ გარემოში გადაყვანასა და ქვეყნის არევას უკავშირდებოდა, კრახი განიცადა. ჩვენ შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ და ვაჩვენოთ, რომ ეს არ არის ის ფორმა, რომელსაც ქართული საზოგადოება იმსახურებს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, NED-ის, EED-ის და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრები მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



