
ირანის ისტორიაში პირველად საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ქალი დარეგისტრირდა. საუბარია ყოფილ დეპუტატ ზოჰრე ელაჰიანზე, რომელმაც სლოგანად „ჯანსაღი მთავრობა, ჯანსაღი ეკონომიკა და ჯანსაღი საზოგადოება“ აირჩია.
დარეგისტრირებულ კანდიდატებს შორისაა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ყოფილი მეთაური, აშშ-ის მიერ სანქცირებული ვაჰიდ ჰაღანიანი, ირანის მეჯლისის ყოფილი სპიკერი ალი ლარიჯანი, ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი აბდოლნასერ ჰემატი, თეირანის მერი ალირეზა ზაქანი და სხვები.
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება. არჩევნებზე დაშვებულ კანდიდატთა სია კი 11 ივნისს გამოქვეყნდება.
ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლახიანი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა, როცა ირანის დელეგაცია აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი 20 მაისის დილას აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



