რეზონანსი
(02.06.2024)

დონალდ ტრამპის კამპანიამ 52.8 მილიონი დოლარის შემოწირულებები მიიღო მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო დოკუმენტების გაყალბებაში. „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ამით მან ყველა წინა რესპუბლიკელ კანდიდატთან შედარებით რეკორდი დაამყარა და ეს გახდა "პირველი ნიშანი", თუ როგორ ერთიანდებიან რესპუბლიკელები მის გარშემო.

ტრამპის კამპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ განაჩენის გამოტანიდან პირველ რამდენიმე საათში თითქმის 35 მილიონი დოლარის შემოწირულება შეგროვდა, ხოლო დაახლოებით 18 მილიონი დოლარი მოგვიანებით.

Politico-ს ცნობით, აპრილის ბოლოს ჯო ბაიდენის კამპანიას 84 მილიონი დოლარის შემოწირულებები ჰქონდა, ხოლო ტრამპის კამპანიას - 49 მილიონი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე