რეზონანსი
(01.06.2024)

პოლიციელის დღეზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მედლით „მამაცობისთვის" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი დააჯილდოვა.

სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი სოსო ლიპარტელიანი, სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევას შეესწრო, რა დროსაც მანქანა მდინარე ცხენის წყალში გადავარდა.

სოსო ლიპარტელიანის მიერ მოხდა მყისიერი რეაგირება, ის შევიდა მდინარეში და წყლიდან უსაფრთხო ადგილზე სამი ადამიანი გამოიყვანა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე