რეზონანსი
(01.06.2024)

რუსთავში მარჯანიშვილისა და კლდიაშვილის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, თავდაპირველად ერთმანეთს “ნისანისა” და “ჰონდას” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შემდეგაც ერთ-ერთი ინერციით გაჩერებულ ავტომობილებს დაეჯახა. შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ავარიაში სულ 5 ავტომობილი ფიგურირებს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



