რეზონანსი
(31.05.2024)

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.

საქმე ეხება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრ ვიტალი გეგუჩიასა და „პოსტ ტივის" გადამღებ ჯგუფს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან).

უწყების ცნობითვე, „პოსტ ტივის" თანამშრომლები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ზუგდიდის ოფისში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე