რეზონანსი
(31.05.2024)

სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ქარტია არის წინასაარჩევნო თამაშის ნაწილი, რომელიც ყალბ საფუძველზეა შექმნილი, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ეს არის წინასაარჩევნო თამაშის ნაწილი, რომელიც ყალბ საფუძველზეა შექმნილი, თითქოს ამ საზოგადოებაში ევროპული მხოლოდ მათ გარშემოა შექმნილი. ეს მაშინ, როცა ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც გასულ წლებში ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველო ევროკავშირში წინ წასული და წარმატებული ასოცირებული პარტნიორი ყოფილიყო, რომელიც კანდიდატი ქვეყანა გახდა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია" წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში" ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე