რეზონანსი
(31.05.2024)

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ბანსკა-ბისტრისაც საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, მირიამ ლაპუნიკოვამ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის მეთაური მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
„პრემიერის ჯანმრთელობაში პოზიტიური პროგრესი შეინიშნება. მადლობა მას, რომ არის დისციპლინირებული პაციენტი", - განაცხადა მირიამ ლაპუნიკოვამ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალიზებულია. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



