რეზონანსი
(31.05.2024)

ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეს ჩინური კომპანია დასანქცირებულია, რაც მტკნარი სიცრუეა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოს ფუნქცია, მისი განვითარების პერსპექტივა დევს სწორედ იმ პროექტის რეალიზაციაში, რასაც შუა დერეფნის პროექტი ჰქვია და რასაც საგანგებო ყურადღებას აქცევენ დასავლეთსა და აღმოსავლეთში. ჩინეთი არის იმ რესურსის მფლობელი, რომელსაც შეუძლია ტვირთებიც ზიდოს და ამ პორტის მშენებლობაში მნიშვნელოვან წვლილი შეიტანოს. ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეს კომპანია დასანქცირებულია, რაც მტკნარი სიცრუეა“, - აცხადებს ვოლსკი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



