
რამდენიმე დღის წინ ჩინური სახმელეთო გადამზიდავი ტრაილერებით დატვირთული ტვირთის საქართველოში შემოსვლაც ალბათ სიმბოლური იყო, რომ ტენდერს საბოლოოდ ჩინური კონსორციუმი მოიგებდა", - ამის შესახებ სოციიალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს.
„როდესაც გასულ წელს ანაკლიის პორტის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, მაშინაც ავღნიშნე, ეკონომიკისთვის ანაკლიის პორტს აქვს დაახლოებით იგივე მნიშვნელობა, როგორც BP-ის მილსადენს ან TRACECA-ს დერეფანს ჰქონდა. მიმაჩნია, რომ მისი მნიშვნელობა დღეს განსაკუთრებით არის გაზრდილი, იმ პერიოდთან შედარებითაც კი, როდესაც სამი წლის წინ პროექტი შეჩერდა „ანაკლიის კონსორციუმის" მხრიდან საინვესტიციო წინადადების ვერ თუ არ შესრულების გამო.
ეს არის მეტად მკაფიო სიგნალი, არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ გლობალური შეთავაზება, გლობალური ინვესტორებისთვის, რადგან ტრანსციმბირული დერეფნის ფაქტიურად გაჩერების გამო, საქართველო განიხილება ყველაზე მოკლე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სტაბილურ დამაკავშირებელ შუა დერეფნად აზიასა და ევროპას შორის.
რამდენიმე დღის წინ ჩინური სახმელეთო გადამზიდავი ტრაილერებით დატვირთული ტვირთის საქართველოში შემოსვლაც ალბათ სიმბოლური იყო, რომ ტენდერს საბოლოოდ ჩინური კონსორციუმი მოიგებდა. არც ჩინეთის პრემიერის წარმატებული ვიზიტი ყოფილა შემთხვევითი ევროპაში, ხოლო პირველი ქვეყანა ვისთანაც 20-მდე სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა საფრანგეთი იყო, რითაც დასრულდა კიდეც სავაჭრო შეზღუდვები ორ ქვეყანას შორის, რაც ვაშინგტონის ზეწოლის შედეგიც იყო.
კიდევ ერთი მითი დაიმსხვრა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება იყო დაინტერესებული ანაკლიის პროექტის გაჩერებით ვითომდა რუსული ფაქტორის გამო. რეალურად პროექტი შეჩერდა რადგან ანაკლიის კონსორციუმის ამაერიკულმა მხარემ, კერძოდ „კონტი ჯგუფმა" უარი განაცხადა ვალდებულებების დიდი ნაწილის შესრულებაზე და ბოლოს სულაც გავიდა კონსორციუმიდან. ისიც გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ თუ პორტი არცდაიტვირთებოდა ჩინური საქონლით, მისი რენტაბელობა ეჭქვეშ დადგებოდა, ამიტომაც ითხოვდენ საერთაშორისო ბანკები კონსორციუმისაგან 400 მილიონამდე კრედიტის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო გარანტიებს, და ეს მაშინ როდესაც ტენდერის მოგებისას ეს წინაპირობა საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში.
დღევანდელი გადმოსახედიდან ისე მოჩანს, რომ პირველ რიგში აშშ იყო დაინტერესებული ამ პროექტის ტორპედირებით და დროში გადაწევით, რათა ჩინურ კონსორციუმს არ მოეგო ტენდერი. ცნობისათვის, მაშინაც ტენდერში ერთ-ერთი ჩინური კონსორციუმი მონაწილეობდა. გვახსოვს ბატონი ხაზარაძის, რომელიც ანაკლიიის კონსორციუმს წარმოადგენდა გაუთავებელი სპეკულაციები ამ თემაზე, თითქოსდა ხელისუფლება ხელოვნურად აჭიანურებდა პროექტს, რათა ნატოს გემები არ შემოეშვა შავ ზღვაში!
ესეც იყო სრული ბლეფი, რადგან ნატო ჯერ კიდევ მაშინ უბრალოდ ამას ვერ გააკეთებდა რუსეთთან შესაძლო კონფრომტაციის გამო, განსაკუთრებით რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ! აშშ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი გახადა პრობლემატური და რომელი სამხედრო ბაზის გამხსნელი იყო საქართველოში!
აშშ-ის ინტერესი კი წმინდა გეო სტრატეგიული იყოდა დღესაც რჩება, არ გაეხსნა მისი უშუალო კონკურენტი ჩინეთისათვის კიდევ ერთი ალტერნატიული სავაჭრო არტერია ევროპისაკენ, ბოლო ორი -სამი თვის საპროტესტო გამოსვლები „გამჭვირვალობის კანონის" ირგვლივ, სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი და ნაკლებად მის რუსულ შეფერილობაში!
არც ის იყო შემთხვევითი, რომ პირველი ზეწოლაც საქართველოს ხელისუფლებაზე ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფაორმებისთანავე დაიწყო. ეს არის ჩემი შეფასებით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მკვებავი წყაროც, მოსალოდნელი სანქციებით შანტაჟიც ამ პოლიტიკის ნაწილია.
ანაკლიის პროექტი კი საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდება გეო ეკონომიკური სტრატეგიის დივერსიფიცირებისათვის და გრძელვადიანი სწრაფი ზრდის თავისებური გამწევი ლოკომოტივიც!
ყველაფერი კარგად იქნება! ყველა ქვეყანა საკუთარი გეო სტრატეგიული ინტერესებიდან გამოდის!", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძე.
ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პოტრს ჩინური კომპანია ააშენებს. შესაბამისი ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



