
ვიტალი-ჯოტო გუგუჩია (ვითომ ფორთოხლის გამყიდველი) - მეგის ქარდავას ხელდასმმული გამომძიებელი ნაცრეჟიმის დროს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში ყველა გახმაურებული საქმის წარმოება სწორედ ამ არაკაცს ჰქონდა ჩაბარებული".
„ვიტალი-ჯოტო გუგუჩია (ვითომ ფორთოხლის გამყიდველი) - მეგის ქარდავას ხელდასმმული გამომძიებელი ნაცრეჟიმის დროს.
ქარდავას პირადი ზონდერი.
ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში ყველა გახმაურებული საქმის წარმოება სწორედ ამ არაკაცს ჰქონდა ჩაბარებული. სწორედ ამ ზონდერმა შეკერილი საქმეებით დაიჭირა ნანა ფაჟავა, ილია ჩაჩიბაია და კახა მიქაია ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს", - წერს ზურაბ ქადაგიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მას შემდეგ რაც პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პრეზიდენტის ვეტო დაძლია, სოცქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ისმის, როგორ ეძახის აქციის ერთ-ერთი მონაწილე მანქანებში მსხდომ დეპუტატებს: „მონებო, გარბიხართ ბიძინასთან, წაჰყევით მოსკოვში.."
ამ დროს ერთ-ერთი მანქანიდან ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე გადმოდის, რომელიც იქვე მდებარე ხილის დახლიდან ფორთოხალს იღებს და მოქალაქის მისამართით ისვრის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



