
26 მარტი საქართველოსთვის ისტორიული დღე აღმოჩნდა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე - გიორგი მამარდაშვილი, სპორტულ გამოცემასთან „Geo Team" ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს, რომლითაც ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა თითქოს იწინასწარმეტყველა.
როგორც გიორგი მამარდაშვილი ვიდეოში ჰყვება, ისრაელთან მარცხის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილს პირობა მისცა, რომ პენალტებს აიღებდა და ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანდა.
„მაიმუნობენ შუა ვარჯიშზე და პენალტების დროს არასდროს ვუდგები კარში, შუაში ურტყამენ და არ მომწონს. წინა წელს, ევროპის ჩემპიონატი რომ იყო, საგურამოში ვისხედით, სადღეგრძელოს ვამბობდით, ზურიკო ამბობდა, პენალტებში უნდა ვივარჯიშოთ, დაგვჭირდებაო. ისრაელთან დავმარცხდით და მაგ დროს ზურიკოს შევპირდი, მაცადე, პენალტს ავიღებ და გაგიყვან ევროპის ჩემპიონატზე მეთქი", - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



