
აშშ და გერმანია უკრაინას რაკეტების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრნენ, თუ ის მათ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენებდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანულ გამოცემა Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გერმანული გამოცემა აღნიშნავს, დასავლეთის მოთხოვნა, რომ ნატოს იარაღი არ იყოს გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებს, განსაკუთრებით ხარკოვისთვის ბრძოლაში.
„მარტივად რომ ვთქვათ: მაშინ, როდესაც რუსეთი ყოველდღიურად ისვრის თითქმის 5 000 საარტილერიო ჭურვს ხარკოვში, უკრაინას არ აქვს უფლება საპასუხოდ ერთი დასავლური ჭურვი გაუშვას", - წერს Bild-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინა ასევე ვერ იყენებს დასავლურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს რუსული ავიაციის წინააღმდეგ, ვიდრე ბომბდამშენები რაკეტებს არ გაუშვებენ და ისინი უკრაინის ტერიტორიაზე არ აღმოჩნდებიან.
Bild-ის ცნობით, უკრაინის არმიამ, სულ მცირე, ერთხელ გამოიყენა Patriot-ის სისტემა [გერმანიის მიერ მიწოდებული] დამოუკიდებელი მოქმედებების განსახორციელებლად. რეაქცია: ბერლინიდან და ვაშინგტონიდან სატელეფონო ზარები და საზენიტო რაკეტების მიწოდების შეწყვეტის მუქარა, თუ ასეთი ინციდენტი განმეორდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



