რეზონანსი
(28.05.2024)

რომის პაპმა ფრანცისკემ ბოდიში მოიხადა ეპისკოპოსებთან შეხვედრის დროს გაჟღერებული ჰომოფობიური გამონათქვამის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„რომის პაპს არ სურდა ჰომოფობიური გამონათქვამების გამოყენება და ბოდიშს უხდის ყველას, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. მან არაერთხელ განაცხადა, რომ ეკლესია ღიაა ყველასთვის", - განაცხადა ვატიკანის პრესმდივანმა, მატეო ბრუნიმ.

მანამდე გაზეთ Corriere della Sera-მ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ 20 მაისს ეპისკოპოსებთან დახურულ შეხვედრაზე გამოსვლისას ჰომოფობიური გამონათქვამები გამოიყენა.

ინციდენტი მოხდა დისკუსიის დროს, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენლების სემინარიაში დაშვებას ეხებოდა. „სემინარიებში უკვე [ისედაც] ძალიან ბევრი პედერასტიაა", - გავრცელებული ინფორმაციით განაცხადა რომის პაპმა და გამოიყენა იტალიური სიტყვა frociaggine, რომელიც შეურაცხმყოფელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე