რეზონანსი
(28.05.2024)

2023 წელს იტალიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა ყველაზე მეტი შენგენის ვიზა გასცეს რუსეთის მოქალაქეებზე. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ამის შესახებ იუწყება მედიაკორპორაცია RBC. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

კერძოდ, გასულ წელს რუსეთის მოქალაქეებზე იტალიამ 134 ათასი ვიზა გასცა, საფრანგეთმა - 99,6 ათასი, ესპანეთმა - 96,8 ათასი. შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან ვიზაზე უარის წილი ასევე შედარებით მცირეა: 6,4%, 8,5% და 13,5%.

„რუსეთის მოქალაქეებს ვიზის გაცემაზე ყველაზე ხშირად უარი უთხრეს მალტამ - 34,8%, ესტონეთმა - 34,8%, შვედეთმა, ავსტრიამ და გერმანიამ - 20%. ესტონეთმა შეწყვიტა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა, მაგრამ აგრძელებს სავიზო განაცხადების მიღებას მკურნალობის, ნათესავების მონახულებისა თუ ჰუმანიტარული მოსაზრებით.

ანალოგიური შეზღუდვები შემოიღეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ფინეთმა, რომელთა მხრიდან რუსეთის მოქალაქეებისათვის ვიზის გაცემაზე უარის მაჩვენებელი შედარებით უფრო დაბალია.

ევროკომისიის ანგარიშით, რუსეთის მოქალაქეებმა შენგენის ვიზების მისაღებად 2023 წელს ევროპის ქვეყნებს 520 ათასი განაცხადით მიმართეს. ამ თვალსაზრისით ევროკავშირი ჩინეთთან, თურქეთთან, ინდოეთთან და მაროკოსთან ერთად რუსეთის მოქალაქეებისათვის ყველაზე მოთხოვნად ხუთეულში შედის.

დოკუმენტის თანახმად, შენგენის ვიზაზე გასულ წელს უარი ეთქვა ყოველ მეათე რუს აპლიკანტს. ამგვარად, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებზე უარის მაჩვენებელი 13-ჯერ არის გაზრდილი 2019 წელთან შედარებით, როდესაც ვიზაზე უარი 1,5 %-ზე ნაკლები იყო", - იუწყება რადიო თავისუფლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე