რეზონანსი
(28.05.2024)

ფოტოგრაფი მარი ნაკანი საქართველოს ხელისუფლებას მიმართოს, არ შევიდეს ისტორიაში მოღალატის სახელით და უკან გაიწვიოს რეპრესიული კანონი. "გაგიგებთ და გაპატიებთ", - ეუბნება ხელოვანი "ქართულ ოცნებას", რომელიც ამ წუთებშ პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. 

გთხოვთ, გაიწვიეთ უკან ეს კანონი. ჩვენ ყველა გავიგებთ, გაპატიებთ, დაგიდგებით მხარში თუ ბოლო მომენტში გადაწყვეტთ, რომ არ გაყიდოთ თქვენი ქვეყანა, ჩვენი შვილების მომავალი, თქვენი შვილების მომავალი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მსოფლიოს უნდა, რომ ვიყოთ თავისუფალი. პაწაწინა, ულამაზესი ქვეყანა ვართ. შეიტანეთ თქვენი სახელი ისტორიაში როგორც გმირების და უბრალოდ, საკუთარ თავთავ თქვით, რომ მე არ გავყიდი ჩემს ქვეყანას, - ამბობს მარი ნაკანი. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც "ოცნება" რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. პარალელურად, ამ ფონზე საკანონმდებლო ორგანოსთან საპორტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიოს უკან მოღალატეობრივი რუსული კანონი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე