
"მანამდე თქვენ არაფერი გეტკინოთ" - ასეთი რეპლიკით უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ენმ-ის დეპუტატის, გიორგი ბოტკოველის სიტყვით გამოსვლას, რომ "ოცნების" ხელისუფლების მოშორებით, ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის 33 წლისთავზე, ამ დამოუკიდებლობას განამტკიცებს:
"დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქართველი ხალხი, თქვენ რომ დამოუკიდებლობის წლისთავი ახსენეთ ბატონო შალვა, სწორედ დამოუკიდებლობის 33 წლისთავზე თქვენი მოშორებით ხელისუფლების სადავეებიდან, აუცილებლად განამტკიცებს ქვეყნის დამოუკიდებლობას." მიმართა ბოტკოველმა "ოცნებას."
შეგახსენებთ,ივანიშვილის დეპუტატები დღეს რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცებას და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებენ. იქამდე კი პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



