რეზონანსი
(28.05.2024)

„გირჩის” ლიდერმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ის ფაქტი შეაფასა, რომ პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავს. როგორც მან განმარტა, მცირე შანს ტოვებს, რომ კოლეგებს გონება გაუნათდეთ.

“მოლოდინი მაქვს, რომ “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს ამ შენობიდან ღალატის ხმები გამოდიოდეს. თუმცა, მცირე მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება რაიმე რესურსი არსებობდეს “ქართულ ოცნებაში” ვინმე რომ გონს მოეგოს და ამ სამარცხვინო პროცესს საკუთარი თავი, ჩვენი ქვეყანა ააცილოს. ამის მცირე მოლოდინი მაქვს. ჩვენ ისეთი ქარტეხილები გამოვიარეთ, აზრზე მომსვლელი აქამდე მოვიდოდა აზრზე. მხოლოდ მცირე შანსს ვტოვებ, რომ კოლეგები დაფიქრდებიან, ოჯახის წევრებმა სწორი რჩევა მისცეს, გონება გაუნათდეთ, გაახსენდეთ იდეალები და ღირებულებები”, - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე