რეზონანსი
(28.05.2024)

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრის შოთა ხაბარელის თქმით, მუქარები და სანქციების თემა არაფერს ნიშნავს.

„დღეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა. ბულინგი და მუქარა, რომელიც ჩვენ მიმართ მოდის, აბსურდია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის საქმეს ვაკეთებთ. გვინდა, რომ საქართველო იყოს განვითარებული და დამოუკიდებელი. მუქარები და სანქციების თემა არაფერს ნიშნავს. ალბათ ყველა მიხვდა, რომ ჩვენ სავიჟო რეჟიმით ვერ შეგვაშინებენ. გუნდი მყარად დგას, ისე, როგორც არასდროს. მყარად ვდგავართ, რადგან ვიცით, ეს კანონპროექტი რას ემსახურება. ვიცით, ქვეყანას რა სჭირდება“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე