
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი:
„ბატონი ბორელის განცხადებიდან ჩანს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა სახელმწიფოს პოზიცია არ არის ერთგვაროვანი და ისე არ არის, რომ ყველა სახელმწიფო ერთნაირად ფიქრობდეს, რომ ამ კანონის მიღება ჩვენთვის ევროპის გზაზე რამე შემაბრკოლებელი გარემოება უნდა გახდეს. ჩვენთვის ამ კანონის მიღება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ყველა სახელმწიფოსთვის დღეს ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ეს კანონი შეიძლება მისაღები იყოს სხვა სახელმწიფოებში და ჩვენთვის რატომღაც, გაუგებარი მიზეზების გამო თურმე ეს არის მიუღებელი, ბუნებრივია, ეს არასწორი მიდგომაა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
გუშინ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში განაცხადა, რომ თუ "გამჭვირვალობის კანონი" არ გაუქმდება, ევროკავშირი რეაგირებას დაიწყებს, რომელიც ივნისში გაცხადდება, თუმცა ჯოზეფ ბორელი იმასაც აღიარებს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, საერთოდ არ თვლის ქართულ კანონს მნიშვნელოვან საკითხად.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



