რეზონანსი
(27.05.2024)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ მომზადებულ ქართულ ქარტიას ბრიუსელში პარტნიორებს წარუდგენს. ამაზე პრეზიდენტი X-ზე წერს.

"ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებს წარვუდგენ ქართულ ქარტიას და ახალ პოლიტიკურ მოდელს, რათა აღდგეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და დაიწყოს მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე.

მჯერა, რომ ქართველი ხალხი მზადაა, გადადგას ახალი ნაბიჯი და დაჩქარებული ტემპით შევიდეს ევროპაში"- წერს ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე