რეზონანსი
(27.05.2024)

ამ დილით 69 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ტრისტან სარალიძე. სამწუხარო ინფორმაცია, სოციალურ ქსელში ქართველმა მსახიობებმა გაავრცელეს. დიდებულ მსახიობს მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან.

ტრისტან სარალიძის გარდაცვალებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მაშინვე გამოეხმაურა:

„ასე ძალიან ამ ბოლო დროს არაფერი მწყენია! როგორ მქონდა იმედი... ვიზიარებ!“, - დაწერა თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე