რეზონანსი
(27.05.2024)

ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, ელისო პაჭკორია ავრცელებს. 69 წლის მსახიობი, ბოლო პერიოდში, მძიმე სენს ებრძოდა.

„გაფრინდა ანგელოზებთან ჩვენი უკეთილშობილესი ტრისტან სარალიძე. ნეტავ იქ თეატრი არის? ეს რა გააკეთე შე უხსენებელო სიკვდილო“, - წერს ელისო.

„მშვიდობით ჩემო ტკბილო მეგობარო, ძალიან მატკინე გული! წავიდა ჩვენი ძმაკაცი, ტრისტოც! მიყვარხარ და მადლობა!“, - წერს ედმონდ მინაშვილი.

"კაი რა..... ჩემო საყვარელო , ტრისტან........" - წერს პაატა გულიაშვილი.

ქართველი მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ამ რამდენიმე ხნის წინაც გავრცელდა, თუმცა არ დადასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე