რეზონანსი
(26.05.2024)

კასპის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე ქსანმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯებირები გადმოლახა, რის შედეგადაც, სოფელი თვაურების ატმის ბაღები და სახნავ-სათესი ფართობები დაიტბორა.

ზარალის ოდენობა, ამ დროისთვის, დაუდგენელია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. სტიქიის ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.

კასპის მერის განცხადებით, მეწყრული პროცესები განვითარდა სოფლების წინარეხა - ქვათახევის მიმართულებით, თუმცა ტერიტორიაზე მდგომარეობა უკვე დასტაბილურდა. ადგილზე გზის სავალი ნაწილი გაწმენდილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე