რეზონანსი
(26.05.2024)

ფილარმონიასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკისკენ მიემართებიან.

მსვლელობის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

ისინი მიიჩნევენ, რომ ამ კანონპროექტის მიღება საქართველოდ ევროპას დააშორებს.

აქციით მონაწილეებს სიმბოლურად გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

დღევანდელი აქციის ლოზუნგია - "მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა". აქციაში მონაწილეობენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კულტურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

საპროტესტო აქციისა და მსვლელობის გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე