რეზონანსი
(26.05.2024)

ცენტრალური ისრაელის ნაწილებში, მათ შორის ქალაქ თელ-ავივში, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა გაისმა მას შემდეგ, რაც ქალაქის მიმართულებით, იანვრის ბოლოდან პირველად, რაკეტები გაუშვეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, რაფაჰიდან გაშვებულმა 8 რაკეტამ ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწია. ამასთან, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათმა" "არაერთი ჭურვი" მოიგერია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა" აიღო და განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ ისრაელს რაკეტებით შეუტიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე