რეზონანსი
(26.05.2024)

ძლიერი წვიმის შედეგად, წეროვანში, დევნილთა დასახლება დაიტბორა. წყალი შევარდა ეზოებში და სახლებში, დატბორილია გზები და სავარგულები.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის დაგუბება, სავარაუდოდ, იმან გამოიწვია, რომ სანიაღვრე არხები გაწმენდილი არ იყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



