რეზონანსი
(26.05.2024)

26 მაისი ღონისძიებაზე სალმე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას კახი კალაძე "სამარცხვინოს" უწოდებს. "ოცნების" გენერალური მდივანი ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა საზეიმოს არ ჰგავდა.
„დღეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დღეს არის ზეიმი, შესაბამისად, თავს შევიკავებ პოლემიკაში შესვლისგან. ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, ჩვენ მოვისმინეთ, სამწუხაროდ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



