რეზონანსი
(26.05.2024)

რუსული ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო პროკურატურა იუწყება.

„ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 12 ადამიანის დაიღუპა და 68 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, 10 დაღუპულის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გუშინ ხარკოვი რამდენჯერმე დაბომბეს, მათ შორის ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრს“ საჰაერო ბომბებით დაარტყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე