რეზონანსი
(25.05.2024)

რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც მე სტუდენტებს ვერ ვუწოდებ, ცდილობენ ნებისმიერ ფასად ჩაშალონ საგანმანათლებლო პროცესი, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, სოფო კლიმიაშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

„ცდილობენ შექმნან გაუგებარი შინაარსის მქონე, მაგრამ ცალსახად რადიკალური პოლიტიკური კონიუნქტურა უნივერსიტეტში და საზოგადოებას დაანახონ, რომ თითქოს ბატონ ირაკლი კობახიძის ლექციებზე სტუდენტები პროტესტის ნიშნად არ დადიან, მაგრამ ჩვენ დღეს ყველამ ერთხმად ვნახეთ, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე, აუდიტორია იყო გავსებული", - აღნიშნა სტუდენტმა.

თსუ-თან ნიკო მანაგაძემ პრემიერის ლექციის ჩაშლა ისევ სცადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე