რეზონანსი
(24.05.2024)

რამდენიმე დღეა საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლიორები და ქუჩებში თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღარ ჩანან. აღნიშნულის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ.
როგორც დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, აღნიშნული სპეციალურ გადასამზადებელ კურსს უკავშირდება, რომელსაც თანამშრომლები გადიან.
„გადამზადებას გადიან. ეს პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება და დაუბრუნდებიან თავისი მოვალეობის აქტიურად შესრულებას," - აცხადებენ მერიაში „ბიზნესპრესნიუსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



