რეზონანსი
(24.05.2024)

„ძა­ლი­ან მა­გარ ხა­სი­ათ­ზე ვარ" - ასე უპა­სუ­ხა უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, რო­გორ ხა­სი­ათ­ზეა ამე­რი­კის მიერ სან­ქცი­ე­ბის და­ა­ნონ­სე­ბის შემ­დეგ.

რო­გორც დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნა, არ სურ­და ამ თე­მა­ზე და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა.

ჟურ­ნა­ლის­ტის ნათ­ქვამ­ზე, რომ სან­ქცი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში „სელ­ფებს" ამე­რი­კა­ში ვე­ღარ გა­და­ი­ღებ­და, ღუ­დუ­შა­ურ­მა ასე უპა­სუ­ხა: „ყაზ­ბეგ­ში გა­და­ვი­ღებ".

ცნო­ბის­თვის, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვის ახალ პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც გავ­რცელ­დე­ბა იმ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი ან თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა­ში, ასე­ვე მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე. ეს მო­ი­ცავს პი­რებს, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა­ზე ძა­ლა­დო­ბის ან და­ში­ნე­ბის კამ­პა­ნი­ის გზით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე