რეზონანსი
(24.05.2024)

სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით,თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან EURO 2024-ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თა­მა­შებ­ზე გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი ბი­ლე­თე­ბი TKT.GE-ზე გა­ყიდ­ვა­ში 13:00 სა­ა­თი­დან ჩა­ეშ­ვე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი გზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 195 ევრო იქ­ნე­ბა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ბი­ლე­თის შე­ძე­ნა სუბ­სი­დი­რე­ბულ ფა­სად მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ, მგზავ­რი ვალ­დე­ბუ­ლია წა­რად­გი­ნოს ფეხ­ბურ­თის მატჩზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თი შე­სა­ბა­მის აე­რო­პორ­ტში რე­გის­ტრა­ცი­ი­სას, მგზავ­რი ვალ­დე­ბუ­ლია გა­მო­ცხად­დეს სა­რე­გის­ტრა­ცი­ოდ შე­სა­ბა­მის აე­რო­პორ­ტში გაფ­რე­ნამ­დე სამი სა­ა­თით ადრე და ასე­ვე, შე­ძე­ნი­ლი ბი­ლე­თი დაბ­რუ­ნე­ბა/გა­დაც­ვლას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

„ევრო 2024-ზე სუბ­სი­დი­რე­ბულ ჩარ­ტე­რულ ფრე­ნებს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის ოთხი ავი­ა­კომ­პა­ნია შე­ას­რუ­ლებს. Georgian Wings, Eurowings, Wizz Air და Hi Sky გერ­მა­ნი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და პი­რი­ქით, რე­ი­სებს შემ­დე­გი გან­რი­გით შე­ას­რუ­ლე­ბენ:

თბი­ლი­სი-კი­ოლ­ნი: 16, 17, 23, 24, 26 ივ­ნი­სი

კი­ოლ­ნი-თბი­ლი­სი: 19, 20, 26, 27, 30 ივ­ნი­სი

თბი­ლი­სი-დი­უ­სელ­დორ­ფი: 16, 23 ივ­ნი­სი

დი­უ­სელ­დორ­ფი-თბი­ლი­სი: 20, 27 ივ­ნი­სი

თბი­ლი­სი-ჰამ­ბურ­გი: 19, 20 ივ­ნი­სი

ჰამ­ბურ­გი-თბი­ლი­სი: 23, 24 ივ­ნი­სი

ჯამ­ში, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან 3 ავი­ა­კომ­პა­ნია 23 ჩარ­ტე­რულ ფრე­ნას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ხოლო ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან ავი­ა­კომ­პა­ნია Wizz Air EURO 2024-ის მატ­ჩებ­ზე მორ­გე­ბულ და­მა­ტე­ბით 12 რე­ისს შე­ას­რუ­ლებს. სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე www.wizzair.com, ასე­ვე ხვა­ლი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. 1 გზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა თბი­ლი­სი­დან და­ნიშ­ნუ­ლი ჩარ­ტე­რე­ბის მსგავ­სად, 195 ევრო იქ­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე