
როგორ ხვდება "ქართული ოცნება" ამერიკის გადაწყვეტილებას, სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე. "ოცნების" დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი ყველანაირი სანქციებისთვის მზადაა. ის ამბობს, რომ ვეტოს დაძლევის საკითხში უკან არ დაიხევენ.
"საქართველოს ისტორიაში ქვეყნის გამთლიანებისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ხალხი თავს სწირავდა და ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ. ჩემი ოჯახი და "ქართული ოცნების" ყველა ლიდერის ოჯახი მზად არის იმისთვის, რომ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ყველაფერი აიტანოს.
ჯერ კიდევ საკითხავია სანქციები ვის დაეწესება და როგორ დაეწესება, მოდი, შევთანხმდეთ. არავითარ შემთხვევაში უკან არ დავიხევთ.
ჯერ დააწესონ სანქციები და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ... მზად ვარ ყველანაირი სანქციებისთვის მეც და ჩემი ოჯახიც... შეშფოთება იმაზე გამოთქვათ, რაც მუქარა იყო ჩვენი ქვეყნის პირველ პირთან დაკავშირებით," - განაცხადა ზავრადაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



