
ტელეწამყვანი, იუმორისტი გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს და მუქარის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება. მან ირაკლი კობახიძეზე განხორციელებული მუქარა საჯაროდ დაგმო.
"ძალიან გაბრაზებული ვარ. ვნახე ასეთი ინფო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მოქალაქეს, ვინმე ევროკომისარი, ვისი სახელი და გვარი არც ვიცი, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ისე როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს დაესხნენ თავს, შეიძლება შენზეც განმეორდესო.
მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულებისა, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ქვეყანა არის საქართველო და ეს ქვეყანა არის ჩვენი! ჩვენ ჩვენი თავი, მეგობრები და მეზობლები უნდა დავიცვათ.
ამის მაგივრად შედიხართ „ფეისბუქზე“ და ამ ფაქტს იწონებთ, „აჰაჰავებენ“, აშარჟებენ, კარგი რა, მართლა! ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი.
ჩვენს ქვეყნის მოქალაქეს ემუქრებიან სიკვდილით და ჩვენ ვიცინით. მე ვგმობ ამ ფაქტს, კი არ ვიცინი. ყველას მოგიწოდებთ, დაგმოთ ეს ფაქტი.
გვაცადეთ, გადაგვაწყვეტინეთ ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენ და მოეშვით მსგავს რამეს. მსგავს რამეს ქართველი არ გაატარებს, მე არ გავატარებ პირადად“, - ამბობს გიორგი გაბუნია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



