რეზონანსი
(23.05.2024)

მარტვილში, სოფელ ნალებსაოში მამამ შვილი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცმა 30 წლამდე შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სისხლიან დაპირისპირებას წინ უძღოდა მამა შვილს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

ბრალდებული პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე