რეზონანსი
(23.05.2024)

ახალგაზრდები  გაფიცვას წყვეტენ და აუდიტორიებში ბრუნდებიან, თუმცა ქვეყნის მომავლისთვის და აგენტების კანონის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა გაავრცელეს. მიიჩნიათ, რომ  ახლა სხვა ბერკეტების, გამოხატვის სხვა ფორმების გამოყენებაა საჭირო, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა გააცნობიეროს ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაცია.  

„არა მხოლოდ ქუჩიდან, არამედ აუდიტორიებიდანაც ვიბრძოლებთ, იქნება აქციებიც “- აცხადებენ მარტიანელები. 

tv25

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე