რეზონანსი
(22.05.2024)

რუს­თავ­ში შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 27 წლის მა­მა­კაც­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ცოლი და სი­დედ­რი - მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძე და ინგა ბე­გაშ­ვი­ლი მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბა დუმ­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე, სკვერ­ში მოხ­და, სა­დაც მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ცოლი და სი­დედ­რი 9 თვის ჩვილს ეტ­ლით ასე­ირ­ნებ­და.

გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ად­გი­ლი­დან არ მი­მა­ლუ­ლა, ის და­კა­ვე­ბუ­ლია და გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ორი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ზრახ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 16-დან 20 წლამ­დე, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მა­რი­ა­მი და გი­ორ­გი 1 წლის წინ და­ქორ­წინ­დნენ, ქმა­რი გო­გო­ნა­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე თვეა მა­რი­ა­მი დე­დის სახ­ლში დაბ­რუნ­და.

"ზუს­ტად არა­ვინ იცის, მაგ­რამ მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთ მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ, ამ­ბო­ბენ, რომ და­შო­რე­ბის შემ­დეგ ქმა­რი გო­გო­ნა­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. გი­ორ­გის დღეს სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­უ­ძე­ნია სა­ნა­დი­რო თოფი და გა­მიზ­ნუ­ლად მო­უკ­ლავს ცოლი და სი­დედ­რი, სულ 5-ჯერ გა­ის­რო­ლა.

მკვლე­ლო­ბა 1 წლამ­დე ჩვი­ლის თვალ­წინ მოხ­და. მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის შემ­დეგ, რო­გორც ვიცი, თა­ვად და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში, ად­გი­ლი­დან არ დაძ­რუ­ლა. ამ მკვლე­ლო­ბას ბევ­რი მოწ­მე ჰყავს, სკვერ­ში ხალ­ხი ირე­ო­და. ინგა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა, მა­რი­ა­მის გარ­და 5 შვი­ლი ჰყავს, რო­მელ­თაც მარ­ტო ზრდი­და (ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლია).“ - განუცხადა "ამბებს" ადგილობრივმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე