რეზონანსი
(22.05.2024)

„ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ადამიანი მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ორი ქალი.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დუმბაძის ქუჩაზე მოდიოდა ორი ქალბატონი, ერთი შაუხნის, ხოლო მეორე - ახალგაზრდა. მათთან ერთად იმყოფებოდა მცირეწლოვანი. ამ დროის იქვე მყოფმა მამაკაცმა მოულოდნელად იარაღიდან ცეცხლი გუხსნა მათ და ადგილზევე მოკლა ორივე ქალი. სავარაუდოდ, ბრალდებული უკვე დაკავებულია.
ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, კაცმა მოკლა ცოლი და სიდედრი. სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



