რეზონანსი
(22.05.2024)

ესპანეთის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ეს 28 მაისამდე მოხდება.
რამდენიმე წუთით ადრე პალესტინის აღიარების შესახებ განცხადება ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მოსალოდნელია, რომ დღესვე ანალოგიურ გადაწყვეტილებას ირლანდია გააჟღერებს.
ისრაელმა ნორვეგიიდან და ირლანდიიდან ელჩები უკვე გაიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



