რეზონანსი
(21.05.2024)

ორ­შა­ბათს, სუ­პერ­ვულ­კა­ნის კამ­პი ფლეგ­რე­ის გარ­შე­მო 4,4 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მსუ­ბუ­ქად და­ზი­ან­და ქა­ლაქ პო­ცუ­ო­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. იტა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ცნო­ბით, ეს ბოლო 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მი­წისძვრა იყო.

INGV-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2024 წლის აპ­რილ­ში, კამ­პი ფლეგ­რე­ის რა­ი­ონ­ში 1252 მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და. უმე­ტე­სო­ბა 1.0 მაგ­ნი­ტუ­და­ზე ნაკ­ლე­ბი სიმ­ძლავ­რის.

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გაზ­რდი­ლი სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ფე­ნო­მენ­თან, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც ბრა­დი­სე­იზ­მი - დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის ნა­წი­ლის თან­და­თა­ნო­ბი­თი ამაღ­ლე­ბა (და­დე­ბი­თი ბრა­დი­სე­იზ­მი) ან და­დაბ­ლე­ბა (უარ­ყო­ფი­თი ბრა­დი­სე­იზ­მი). ამ­ჟა­მად წი­თელ ზო­ნა­ში 500 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

ვულ­კა­ნი კამ­პი ფლეგ­რეი ("დამ­წვა­რი ველი") სამ­ხრეთ იტა­ლი­ა­ში, ნე­ა­პო­ლის და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს. იგი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში მოქ­მე­დი ვულ­კა­ნია. იტა­ლი­ის გე­ო­ფი­ზი­კი­სა და ვულ­კა­ნო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი (INGV) უკვე წლე­ბია ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა მის მდგო­მა­რე­ო­ბას.

2012 წლის და­სა­წყი­სი­დან პო­ზუ­ო­ლის რე­გი­ონ­ში ვულ­კა­ნის ზე­და­პი­რი წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 6 სმ-ით იზ­რდე­ბა, რად­გან გაზი ზრდის წნე­ვას მაგ­მა­ში, რაც იწ­ვევს მი­წის ზე­და­პი­რის გა­მო­ბურცვას და დე­ფორ­მა­ცი­ას - ეს კი ვულ­კა­ნო­ლო­გებს შეშ­ფო­თე­ბის სა­ბაბს აძ­ლევს.

"თუ ვულ­კა­ნი ამო­იფ­რქვე­ვა, მისი სიძ­ლი­ე­რე ვე­ზუ­ვი­სას გა­უ­თა­ნაბრდე­ბა, რო­მელ­მაც 79 წელს პომ­პეი და ჰერ­კუ­ლა­ნუ­მი გა­ა­ნად­გუ­რა", - ამ­ბო­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი. თუმ­ცა, იმის საფრ­თხეს, რომ ეს მალე მოხ­დე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბი ჯერ ვერ ხე­და­ვენ. მათი აზ­რით, ვულ­კანს ამოფრქვე­ვამ­დე კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლი სჭირ­დე­ბა - ამოფრქვე­ვას შე­იძ­ლე­ბა წინ უს­წრებ­დეს შე­და­რე­ბით სუს­ტი სიგ­ნა­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა მი­წის ამაღ­ლე­ბა და მი­წისძვრე­ბი.

კამ­პი ფლეგ­რეი სუ­პერ­ვულ­კა­ნე­ბის რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ბო­ლოს იგი 485 წლის წინ, 1538 წელს ამო­იფ­რქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე