რეზონანსი
(20.05.2024)

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე - დაღუპულია ორი ადამიანი. 

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ეცერის ტერიტორიაზე, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან  მდინარეში გადავარდა. დაღუპულები  ეცერიდან, ძმები  არიან.

ცხედრები საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. დაღუპულები ძმები - ძმები ლერი და როლანდი პაკელიანები არიან.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ორივე ცხედარი იპოვეს და სახლში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე