რეზონანსი
(20.05.2024)

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ჩემპიონატზე გასვლის პრემია 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ამის თაობაზე პრემიერმა  მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მილიონ ლარამდე. 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი", - მიმართა ირაკლი კობახიძემ მინისტრებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე