რეზონანსი
(19.05.2024)

უკრაინის პრეზიდენტმა უარყო ფრანგი კოლეგის მიერ შეთავაზებული ე.წ. ოლიმპიური ზავის წინადადება,-ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ფრანს პრესს" განუცხადა.
როგორც უკრაინის ლიდერმა განმარტა, მოსკოვი საომარი მოქმედებების შეჩერებას თავისი სამხედრო უპირატესობისთვის გამოიყენებს, რასაც უკრაინა არ დაუშვებს.
მანამდე ემანუელ მაკრონმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს რუსეთსა და უკრაინას ზავისკენ მოუწოდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



