რეზონანსი
(19.05.2024)

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.
გამოცემის ცნობით, თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ვერტმფრენის ავარიული დაშვების შესახებ. არ არის დაკონკრეტებული ვინ იმყოფებოდა ვერტმფრენის ბორტზე.
იბრაჰიმ რაისი ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში მიემართებოდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



