რეზონანსი
(19.05.2024)

სენაკში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 25 წლის მამაკაცი და დაჭრილია ორი პირი. გავრცელებული ცნობით, სამივე პირი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს."25 წლის ბიჭს დანა გამეტებით ,რამდენჯერმე ჩაარტყა...

რაც შეეხება დაჭრილს, ის მოკლულის ძმაა და ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

რის გამო დაიწყო ჩხუბი ახლაგარდებს შორის ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე