რეზონანსი
(19.05.2024)

პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი რადიკალიზმის მომხრეა.
„ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება რადიკალიზმს. დიალოგის მომხრე არ არის, გამჭვირვალობის მომხრე არ არის, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების მომხრე არ არის, ვენეციის კომისიის დასკვნის მომხრე არ არის ა ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე, ხელისუფლება დიალოგზე არ მოდის. ამ გადაწყვეტილებით ეს რამდენიმე ფაქტორი დაადასტურა ზურაბიშვილმა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



